ლამინ იამალი
Aa
Aa

Transfermarkt-ის ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იამალია

ინტერნეტ პორტალმა Transfermarkt-მა ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება განაახლა.

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 17 წლის ვინგერის, ლამინ იამალის ღირებულება 20 მილიონი ევროთი გაიზარდა და 200 მილიონი ევრო გახდა. ამრიგად, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბლაუგრანას“ გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში, იამალმა ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ ესპანელ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მედიის ცნობით, იამალი წლევანდელი „ოქროს ბურთის“ მიღების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე