გუარდიოლა: „იამალს მესის ვერ შევადარებ“
რაც უფრო მეტ მატჩს ატარებს უმაღლეს დონეზე ლამინ იამალი, მით მეტი ადამიანი ცდილობს ის ლიონელ მესის შეადაროს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ 17 წლის ასაკში არგენტინელს ასეთი ხარისხი არ უჩვენებია, რის გამოც იამალს თავისუფლად შეუძლია „ელ მონგოლიკოზე“ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება პეპ გუარდიოლა, რომელმაც ამ მოთამაშეების შედარებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა
რას ამბობს გუარდიოლა
ის ხარისხი, რასაც ლამინ იამალი ამჟამად აჩვენებს, უბრალოდ გასაოცარია. ჩვენ, „ბარსელონას“ დიდი ოჯახის წევრებს გაგვიმართლა, რომ კვლავ ვხედავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც მსგავსი პერსპექტივა აქვს. თუმცა, არ ვიტყვი, რომ ისეთივე, როგორიც ლეოს. ვერასოდეს დავიჯერებ იმას, რომ ოდესმე გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელსაც მესისნაირი მონაცემები და შესაძლებლობები ექნება.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ლამინ იამალმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი შეასრულა. ხვალ, ესპანეთის ნაკრები, რომლის ლიდერიც ის გახლავთ, ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.