ალონსოს გაუშვებენ? რეალმა ბერნაბეუზე მანჩესტერ სიტისთან წააგო
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ჩაბი ალონსომ ბოლო შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩი აქტიურად სამეფო კლუბმა დაიწყო და მასირებულ შეტევებს ანხორციელებდა, რასაც 28-ე წუთზე როდრიგო გოეშის გოლი მოყვა.
გატანილი გოლის შემდეგ, ბლანკოსი შედარებით მოდუნდა და ორი ბურთი მიიღო საკუთარ კარში. 35-ე წუთზე ჯერ ო’რაილიმ გაიტანა, ხოლო 43-წ წუთზე ერლინგ ჰოლანდმა პენალტის ნიშნულიდან ქალაქელები დააწინაურა.
მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ჯუდ ბელინგემს, თუმცა მისი დარტყმა მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
მოედანზე ვერ ვიხილეთ კილიან მბაპე, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ტრავმა აქვს და გუნდს ამის გამო ვერ ეხმარება.
ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა რეალმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა. შეგახსენებთ, რომ სიტისთან მატჩამდე ესპანური მედია წერდა, რომ წაგების შემთხვევაში ალონსოს გაათავისუფლებდნენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.