გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი სპორტინგს ტოვებს? - „კლუბი შეთავაზებებს მოისმენს“

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მოლოდინი ვერ გაამართლა და კლუბი მზადაა, მის ტრანსფერთან დაკავშირებული შეთავაზებები მოისმინოს. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Leonino საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ქართველი ნახევარმცველი „ლომებს“ ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ რუი ბორჟესის გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა. ამჟამად ქოჩორაშვილზე მყარი პოზიციები აქვს მორტენ ჰიულმანდს, ჰიდემასა მორიტას და ჟოაო სიმოესს, ხოლო დანიელ ბრაგანცას დაბრუნებამ შესაძლოა მისი მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმოს.

მორიტა დიდი ალბათობით კლუბს ზაფხულში დატოვებს, არაა გამორიცხული ჰიულმანდის წასვლაც - ამ შემთხვევაში 26 წლის ქართველს უფრო მეტი შანსი ექნება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მან პირველ თვეებში „სპორტინგის“ ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ „ლევანტედან“ 5,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიური კლუბის მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა უკვე 14 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონს მსურველი გამოუჩნდა | მილანი ბრაზილიელ მეკარეს დაუკავშირდა
ალისონს მსურველი გამოუჩნდა | მილანი ბრაზილიელ მეკარეს დაუკავშირდა