დიკ ადვოკაატი
Aa
Aa

„ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას“ | ადვოკაატმა კიურასაო დატოვა, მიზეზი შვილის ჯანმრთელობაა

2025 წლის ნოემბერში კიურასაომ საფეხბურთო ისტორია დაწერა და გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. კიურასაოს ნაკრებს ამ ისტორიული წარმატების მიღწევაში დიკ ადვოკაატი დაეხმარა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს მუნდიალზე ვერ უხელმძღვანელებს.

კიურასაოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადვოკაატმა, მსოფლიოს დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 78 წლის სპეციალისტის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მან გადაწყვიტა, მთელი ყურადღება მას და ოჯახს დაუთმოს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად ბუნებრივია. კიურასაო, აქაური ხალხი და ჩემი კოლეგები ძალიან მომენატრებიან. ყველაზე პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას ჩემი კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად ვთვლი. ვამაყობ ფეხბურთელებით, სამწვრთნელო შტაბის წევრებითა და ფედერაციის ხელმძღვანელებით, რომლებმაც ჩვენი ირწმუნეს,“ — განაცხადა ადვოკაატმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდელი სპეციალისტი მისმა თანამემამულემ, ფრედ რუტენმა ჩაანაცვლა. რუტენი 63 წლისაა და „ტვენტეში“, პსვ-ში, „ფეიენოორდსა“ და „შალკე 04-ში“ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი კერკეზის ნაცვლად | სასაცილო შეცდომა ლივერპულის მატჩისას
მამარდაშვილი კერკეზის ნაცვლად | სასაცილო შეცდომა ლივერპულის მატჩისას