გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

„ცოტათი არ გამიმართლა, მაგრამ მიხარია, რომ მოვიგეთ“ - მამაგეიშვილი

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ლინცს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, გიზი მამაგეიშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დამაკმაყოფილებელი მატჩიც ჩაატარა. შეხვედრის დებიუტში 23 წლის ქართველს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მისი ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმა ხარიხას მოხვდა. შემდეგ კი მან თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად მისმა თანაგუნდელმა შეასრულა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა გიზი მამაგეიშვილი 66-ე წუთზე შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ქართველმა ფეხბურთელმა Sky Sports-თან შეაჯამა.

რა თქვა მამაგეიშვილმა:

„ბედნიერი ვარ გამარჯვებით. რთული მატჩი იყო და მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. საგოლე ეპიზოდი? დიახ, არ გამიმართლა. კარგი იქნებოდა, რომ გასულიყო. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ სასტარტოში ვიყავი. ჩემი, ისევე როგორც გუნდის მიზანი, გამარჯვება იყო. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. გულშემატკივრებმა დიდი ძალა მოგვცეს, საოცარი ატმოსფერო იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. კარგი თამაში ჩავატარეთ და გუნდს ამ გამარჯვებას ვულოცავ“.

„თამაშის შემდეგ ჩემთან ოთარ კიტეიშვილი მოვიდა და მომილოცა, ძალიან გახარებული იყო. მითხრა, რომ დღეს კარგად ვითამაშე, მაგრამ მინდა, რომ ყოველ შემდეგ თამაშში უფრო და უფრო უკეთესი ვიყო“.

გიზი მამაგეიშვილისთვის ეს „შტურმის“ შემადგენლობაში მეორე ოფიციალური მატჩი იყო. 23 წლის ფეხბურთელმა პირველად 8 თებერვალს, „რიედის“ წინააღმდეგ 15 წუთით ითამაშა, დღეს კი სასტარტო შემადგენლობაშიც მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანტასტიკურად ითამაშა | უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
ფანტასტიკურად ითამაშა | უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა