საკადრო კრიზისი რეალში | ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია
ლა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა „რეალი“-„სელტას“ მატჩის შედეგად გამოტანილი სადისციპლინო სასჯელები გამოაქვეყნა. „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელები - ენდრიკი, ალვარო კარერასი და დანიელ კარვახალი 2-2 მატჩს გამოტოვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ენდრიკი მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის, ხოლო კარერასი და კარვახალი - მსაჯების მიმართ უპატივცემულობის გამო დაისაჯნენ.
რაც შეეხება ამ შეხვედრაში გაძევებულ კიდევ ერთ ფეხბურთელს - ფრან გარსიას, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მის შემთხვევაში საშეჯიბრო კომიტეტი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა.
ჩაბი ალონსოს გუნდი სერიოზულ საკადრო კრიზისს განიცდის. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარდა „ალავესთან“ გასვლით მატჩში „სამეფო კლუბს“, დიდი ალბათობით, ვერც კილიან მბაპე დაეხმარება. DAZN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ფეხბურთელი გუშინ „სიტისთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, დისკომფორტი, რომელსაც ის განიცდის, შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს.
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგაში „რეალი“ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე გუშინდელი მარცხის შემდეგ კი „ბლანკოსმა“ მეექვსე ადგილზე გადაინაცლა.