პეპ გუარდიოლა, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

„ჯორდანის შედეგები ნანახი გექნებათ“ – გუარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა

პეპ გუარდიოლამ თავის დიდებულ სამწვრთნელო კარიერაში უტიტულოდ პირველი სეზონი დაასრულა, რის გამოც „მანჩესტერ სიტის“ ესპანელ დამრიგებელს მედიის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ. პეპი ამ ყველაფერს ძირითადად მშვიდად იღებს და ჟურნალისტებთან კამათს ერიდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც თავის შეკავება უჭირს და ამჯერადაც ასეთი ფაქტი მოხდა, როდესაც Reuters-თან ინტერვიუში თავის წარუმატებლობაზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო პარალელი გაავლო.

რას ამბობს პეპი

16 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი 12-ჯერ მოვიგე და მიმაჩნია, რომ ეს არცთუ ცუდი შედეგია, რადგან ყოველ წელს გამარჯვებულის ამპლუაში ვერ დაასრულებ. ვაღიარებ, რომ არ შემიძლია ყველა სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება.

მაიკლ ჯორდანი საუკეთესო სპორტსმენია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მინახავს და მან NBA-ში 15-წლიანი ასპარეზობის პერიოდში საჩემპიონო ტიტული მხოლოდ 6-ჯერ მოიგო. ასე რომ, მერწმუნეთ, წარუმატებლობა სპორტის თანმდევი ნაწილია და ამის გამო არავის ჩამოწერა არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას მომზადებული „მანჩესტერ სიტი“ უახლოეს მომავალში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოვა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე „ქალაქელების“ მეტოქეები „ვიდადი“, „ალ-აინი“ და „იუვენტუსი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუთჰემპტონიდან გაშვებული მწვრთნელი - ატალანტა იურიჩმა ჩაიბარა
საუთჰემპტონიდან გაშვებული მწვრთნელი - ატალანტა იურიჩმა ჩაიბარა