ლივერპული ვირცს უახლოეს დღეებში გაიფორმებს | რომანო
„ლივერპული“ ფლორიან ვირცთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, 130 მილიონზე მეტი ევროს ღირებულების გარიგება ფინალურ ეტაპზეა, ბოლო დეტალების შემდეგ კი, გერმანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რომანოს ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ მცველი კლუბს პირად პირობებზე უკვე შეუთანხმდა და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.