წიტაიშვილის მომავალი | რას წერენ უკრაინულ პრესაში
„გრანადამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ გიორგი წიტაიშვილმა გუნდი დატოვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ანდალუსიელთა რიგებში იჯარის წესით იმყოფებოდა და უკრაინულ პრესაში, მის მომავალზე ინფორმაცია გავრცელდა.
Sport-ის მიხედვით, წიტაიშვილს „დინამო კიევში“ თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს. გიორგის სურს, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს და რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელთა შორის სოფიას ცსკა-ც არის. ცსკა მას ზამთარშიც აკვირდებოდა და ტრანსფერის დახურვა სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოუვიდა.
უკრაინული გამოცემა დასძენს, რომ „დინამო კიევის“ მთავარი მწვრთნელი, ოლექსანდრ შოვკოვსკი წიტაიშვილის სერვისით დაინტერესებული არაა. გამომდინარე აქედან, დიდი შანსია, ქართველი ფეხბურთელი ისევ იჯარის წესით გაუშვან ან გაყიდონ.
ცნობისთვის, 2024/25 წლების სეზონში, წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გიორგიმ მოედანზე 2590 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი და საგოლე გადაცემა იყო.