ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ლუის ენრიკეს მოთხოვნები | როგორ ყიდულობს პარი სენ-ჟერმენი ფეხბურთელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის პირველმა პირმა ინტერვიუ Al-Kass-ს მისცა და მაყურებელს პსჟ-ის თავკაცის, ლუის ენრიკეს კრიტერიუმები და მოთხოვნები გაუზიარა.

„ახალგაზრდა ფეხბურთელების განსავითარებლად, ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მას ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან მოსწონს. მაგალითად, მისგან აკრძალული გვაქვს, 27 ან 28 წლის ფეხბურთელის ყიდვა. თუ დააკვირდებით ჩვენს ბოლო ტრანსფერებს, ნახავთ, რომ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი 23 ან 24 წლის იყო. ლუის ენრიკეს მოსწონს, როდესაც მოთამაშეს მებრძოლი სული აქვს. მოსწონს ფეხბურთელი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს, მოედანზე ბევრს დარბის და ძალისხმევას არ იშურებს.

როგორ ხდება ტრანსფერების დახურვა და ფეხბურთელების შერჩევა? ლუის კამპუში ენრიკეს მოთამაშეს წარუდგენს, შემდეგ მწვრთნელი სწავლობს, ეს ფეხბურთელი როგორ თამაშობს, რა ძლიერი მხარეები აქვს, რა ღირებულებები აქვს და ა.შ. ტრანსფერის დასახურად აუცილებელია, ყველას თანხმობა გვქონდეს. ენრიკეს რაც შეეხება, ის თანხმობას იმ შემთხვევაში ამბობს თუ დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ფეხბურთელი მის სამომავლო პროექტს იდეალურად ერგება“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23.9 წელია. ყველაზე ასაკოვანი მარკინიოსია, რომელიც 31 წლისაა. შემდეგ პრესნელ კიმპემბე (29 წელი), ლუკას ერნანდესი (29 წელი) და ფაბიან რუისი (29 წელი) მოდიან, უსმან დემბელე კი 28 წლისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე