კრისტიან კივუ
Aa
Aa

ოფიციალურად - ინტერი კრისტიან კივუმ ჩაიბარა

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ გახდა. ინფორმაციას თავად იტალიური კლუბი ავრცელებს.

„ნერაძურიმ“ 44 წლის რუმინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კივუ „ინტერში“ 2007-დან 2014 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა. 2018 წლიდან მან „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ბოლოს კი ის „პარმას“ მწვრთნელი იყო.

გეტყვით ასევე, რომ კივუმ სიმონე ინძაგი შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა და „ალ-ჰილალი“ ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე
უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე