ინძაგი ინტერიდან მიდის | სიმონეს საუდის არაბეთში ელოდებიან
სიმონე ინძაგი „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.
მისი ინფორმაციით, „ინტერის“ ხელმძღვანელისა და 49 წლის სპეციალისტის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - ინძაგი „ნერაძურის“ დატოვებს და „ალ-ჰილალს“ ჩაიბარებს.
ინძაგიმ „ინტერი“ 2021 წელს ჩაიბარა და 4 წელიწადში ერთხელ ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი, სამჯერ - იტალიის სუპერთასი მოიგო და ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ამასთან ერთად, რომანოს ცნობით, ინძაგი „ალ ჰილალთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 26 მილიონ ევროს მიიღებს. ვინ ჩაიბარებს „ნერაძურის“, ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიური პრესა ორ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს - ესენი არიან სესკ ფაბრეგასი და რობერტო დე ძერბი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ინძაგის გაწვრთნილი „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.