სად ითამაშებს მოდრიჩი? - მილანი ფავორიტია
როგორც მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალი დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია.
საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ხორვატი კარიერას MLS-ში, კონკრეტულად კი ინტერ მაიამიში გააგრძელებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ლუკას სხვა გეგმები აქვს.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მოდრიჩისთვის ბრძოლაში მილანი დაწინაურდა. როსონერის ახალი სპორტული დირექტორი იგლი ტარე მის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.
Goal.Com წერს, რომ მოდრიჩი ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარია და იტალიაში კარიერის გაგრძელება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.
ბოლო ინფორმაციით, მოდრიჩი მილანში გადაბარების წინააღმდეგი არ არის. ახლა მთავარია ისეთი პირობები წაუყენონ, რომელიც მას დააკმაყოფილებს. ასევე ტრანსფერის მომხრეა მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ხორვატი რეალს 2012 წელს შეუერთდა. ყველა ტურნირზე ერთად 591 მატჩი მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მოდრიჩმა სამეფო კლუბთან ერთად 28 ტიტული მოიგო, რაც მას ბლანკოსის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად აქცევს. ასევე, ლუკამ 2018 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.