მილანი, ტეო ერნანდესი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ ჰილალი და მილანი შეთანხმდნენ - გადაწყვეტილება ტეომ უნდა მიიღოს

გასული სეზონი ალ ჰილალმა ჩააგდო და ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახდა. არაბულმა კლუბმა ტრანსფერების კუთხით აქტიურობა დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ალ ჰილალი ტეო ერნანდესის ტრანსფერზე მილანს შეუთანხმდა. სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო დასახელდა, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი დაემატება, თუმცა ჯერჯერობით თავად ფეხბურთელთან პირად დეტალებზე შეთანხმება არ მომხდარა.

ახლა ჯერი თავად ტეო ერნანდესზეა. მისი გადასაწყვეტია დათანხმდება შეთავაზებას, თუ კარიერის გაგრძელებას კვლავ ევროპაში ამჯობინებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფრანგ უკანახაზელს მილანის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა და მას გუნდის დატოვებისკენ მოუწოდეს. ამ მომენტისთვის, მას სხვა შეთავაზება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი მილანს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად ტეომ როსონერის მაისური 262-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები