ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მას ორი ვარიანტი აქვს“ - თოფურია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ამ შესაძლო ჩხუბის ირგვლივ საუბრები თვეებია გრძელდება და რა თქმა უნდა, UFC-ში მისი ხილვა ყველას სურს.

„მას ორი ვარიანტი აქვს - თუ ისლამი თავის მომდევნო ბრძოლაში გაიმარჯვებს, შემდეგ შეუძლია მოვიდეს და ჩემთან იბრძოლოს. ხოლო თუ წააგებს, ასეთ შემთხვევაში რიგში ჩადგომა მოუწევს“,

- ამბობს თოფურია.

სავარაუდოდ ქვესაშუალო წონით დივიზიონში ასული მახაჩევი ქამრისთვის ბრძოლას ნოემბერში, ჯეკ დელა მადალენასთან ჩაატარებს. ისლამმა თავისი საჩემპიონო ქამარი მაისში დატოვა და UFC-ის სთხოვა, რომ მადალენასთან ბრძოლა ნოემბრისთვის დაეგეგმათ.

რაც შეეხება ილიას, ის მსუბუქ წონაში მახაჩევის მიერ დატოვებული ქამრისთვის, 29 ივნისს (08:00-დან) ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

მახაჩევის მწვრთნელის პასუხი ილიას

ხავიერ მენდესი თოფურიას კომენტარზე, რომ თითქოს ისლამი წონის კლებით დაიღალა - ასეთ შეფასებას აკეთებს:

„მიზეზი იმისა, რომ მახაჩევი-თოფურიას ორთაბრძოლა არ შედგა არც ის გახლავთ, რომ ისლამს წონის კლება უჭირდა, არამედ ის, რომ მას სურს სპორტის ამ სახეობაში საკუთარი კვალი დატოვოს და მემკვიდრეობა შექმნას. მახაჩევს ილიასთან დაპირისპირება მარტივი მიზეზის გამო არ სურდა, რადგან ის ქვემსუბუქწონოსანი იყო და რა გამოდიოდა? ამ ბრძოლით თოფურია ყველაფერს იღებდა, ისლამი კი ვერაფერს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეგენდა, მარიონეტი, ქერა ქალი“ - თოფურია მსუბუქი წონის მებრძოლებზე
„ლეგენდა, მარიონეტი, ქერა ქალი“ - თოფურია მსუბუქი წონის მებრძოლებზე