ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

გამარჯვება წინასწარ აღნიშნა? | რა ვიდეოს აქვეყნებს თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბამდე, რომელშიც ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან, სულ რამდენიმე საათი რჩება.

„ელ მატადორმა“ და „დუ ბრონქსმა“ რამდენიმე საათის წინ წონაც ჩააბარეს და მათი ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა.

ამის ფონზე თოფურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მებრძოლი თავისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად რესტორანში იმყოფება.

„მადლობა, რომ გამარჯვებას ჩემთან ერთად ზეიმობთ“ - წერს ილია.

 

შეგახსენებთ, რომ თოფურია-ოლივეირას ბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ“ - კანელო ალვარესი თოფურიაზე
„ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ“ - კანელო ალვარესი თოფურიაზე