კაპიტნად აირჩიეს, გოლები გაიტანა | ლაშა დვალი სოფიის ცსკა 1948-ის ლიდერია
სოფიის ცსკა 1948-ის კაპიტანი ლაშა დვალი ტრავმირებულია. კრისტალსპორტის, ინფორმაციით ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს. ტრავმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „პანათინაიკოსთან’’ მატჩის მიწურულს მიიღო, ე.წ. მიმზიდველი კუნთის დაჭიმულობა აქვს. ტრავმის გამო ბულგარეთის ჩემპიონატის 2 მატჩი გამოტოვა, ათ დღეში გუნდურ სავარჯიშო სესიას დაუბრუნდება.
31 წლის ცენტრალური მცველი ბულგარულ კლუბში მეორე სეზონს იწყებს, გასულ სეზონში გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, დაცვაში საიმედო თამაშის გარდა ლუდოგორეცთან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ამ გოლით გუნდმა კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
გამარჯვების გოლი ლუდოგორეცთან
Sofascore-მა ბულგარეთის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური გუნდში შეიყვანა. მას შეფასების სახით 7,24 დაუწერა.
ზაფხულში, ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის კაპიტნად აირჩიეს. აღსანიშნავია რომ გასული სეზონის მსგავსად მთავარი მწვრთნელი კვლავ ალექსანდარ ალექსანდროვია, ხოლო დიეგო მედინა და ოგნიენ გაშევიჩი კვლავ გუნდში არიან, გასულ სეზონში გუნდის კაპიტნები იყვნენ, თუმცა ახალ სეზონში ამ როლს დვალი ასრულებს.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სპარტაკ ტრნავასთან პენალტების სერიაში გაიტანა, შემდეგ კი პანათინაიკოსს 87-ე წუთზე მარჯვენა ფეხით შეუგდო (ცაციაა) და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ტრნავასთან გატანილი პენალტი
სოფიის ცსკა-მ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპარტაკ ტრნავას ბარიერი პენალტების სერიაში დაძლია, მესამე ეტაპზე პანათინაიკოსთან ორივე მატჩი 1:1 დასრულდა, ბერძნულმა კლუბმა დამატებით დროში გაიტანა და ფლეი-ოფში გავიდა.
გოლი პანათინაიკოსთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის ცენტრალურ მცველს ბულგარულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ი მილიონ ევროდ აფასებს.