მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„მცირე, მაგრამ უპირატესობა ექნება“ - მახაჩევი პორიე-ჰოლოუეის ბრძოლაზე

შერეულ ორთაბრძოლებში ივლისის მთავარი მოვლენა დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის ორთაბრძოლა იქნება, რომელიც პირველი მათგანის კარიერაში უკანასკნელი უნდა გამოდგეს და შესაბამისად, დასტინი UFC-დან გამარჯვებით წასასავლელად ყველაფერს გააკეთებს. საკუთარი პროგნოზი ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისლამ მახაჩევმაც გამოთქვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ორივე უმაღლესი კლასის მებრძოლია და ბუნებრივია ოქტაგონში საოცარ ორთაბრძოლას ვიხილავთ. თუმცა, პორიემ ჩემთან საუბარში დაადასტურა, რომ ჰოლოუეისთან შეხვედრის შემდეგ კარიერას ასრულებს. ის კი იმ მებრძოლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც საკუთარი თავის მოტივირება არაჩვეულებრივად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობა პორიეს მხარეს იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი რამდენიმე თვის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის შეხვედრაში ილია თოფურიასთან დამარცხდა და კარიერაში პირველად დანოკაუტდა. რაც შეეხება პორიეს, მან მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა ისლამ მახაჩევთან საბმიშენით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ორი ვარიანტი აქვს“ - თოფურია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე
„მას ორი ვარიანტი აქვს“ - თოფურია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე