შვიდი მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება
Aa
Aa

შვიდი მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება

ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართული ევროპის ახალგაზრდული თასის ტურნირი ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი თორნიკე გიგაურმა და ლუკა ქარელიშვილმა აჩვენეს და შესაბამისად -66 და -90 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედლამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა 100 კილოგრამში ნოდარ კობალაძეს, რომელიც ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო გიორგი ჩანქსელიანი (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-100 კგ), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გიგაურმა ფინალში - უნგრელ, ხოლო ქარელიშვილმა პოლონელ ძიუდოისტს აჯობა. კობალაძემ კი, გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგ მოწინააღმდეგესთან დათმო. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს, თუ ბენდელიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თანამემამულე ნიკოლოზ ზაალიშვილი დაამარცხა, ჩანქსელიანმა, ბადუაშვილმა და ალაფიშვილი ინდოელ, სერბ და რუმინელ მეტოქეებს აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ძიუდო
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ძიუდო