24 მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი
გორში გამართული ევროპის ღია თასის სახელწოდების ტურნირი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 24 მედლით დაასრულა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საუკეთესო შედეგი გიორგი იანტბელიძემ (-73 კგ), ნონა კვარაცხელიამ (+78 კგ), ალექსანდრე ლოლაძემ (-81 კგ), ნიკოლოზ დავლაძემ (-90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) აჩვენეს, რომლებიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. თამარ გიგოლაევი (-48 კგ), იპოლიტე აქუბარდია (-66 კგ), გიორგი ხმალაძე (-100 კგ) და საბა ქარდავა (+100 კგ) კი, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.
ყველაზე მეტი ქართველებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - საპრიზო მესამე ადგილი მარიამ წურწუმიამ (-48 კგ), ნინო თათრიშვილმა (-52 კგ), მარიამ ბენდელიანმა (-52 კგ), სოფიო ბედოშვილმა (-57 კგ), თამარ გამიაშვილმა (-57 კგ), მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ), ხვიჩა გაფრინდაშვილმა (-66 კგ), საბა საბაშვილმა (-66 კგ), ქეთი რობაქიძემ (-70 კგ), დალი მაზანაშვილმა (-70 კგ), მათე ბერუაშვილმა (-73 კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81 კგ), ზურაბ ჩაგელიშვილმა (-81 კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (-100 კგ) და გაბო მუკბანიანმა (+100 კგ) დაიკავეს.
გორის ევროპის ღია თასი, სადაც საქართველოს ნაკრები 106 მონაწილით (68 ვაჟი და 38 გოგონა) იყო წარმოდგენილი, რიგით მეოთხე საერთაშორისო ტურნირი გახლდათ ძიუდოში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ 2025 წელს უმასპინძლა.