რუსი მეტოქე დაამარცხა! - ინანეიშვილის ბრინჯაო ყაზახეთში
ყაზახეთის გრანდ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში გასვლა +100 კგ. წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა შეძლო, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუს იბრაგიმ მარგიევს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
ინანეიშვილმა თავდაპირველად მეტოქის ქულაზე დაგდება სცადა, რომელიც არ შეფასდა, თუმცა, ამავე შეტევაში შებოჭვა მოახერხა და საბოლოოდ სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ირაკლი დემეტრაშვილსაც ჰქონდა, თუმცა ქართველი ჯუდოკა გადამწყვეტ ბრძოლაში პოლონელ გრეგორი ტერესინსკისთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი -81 კგ. წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა მოიპოვა.