ზვიად გოგოჭური
Aa
Aa

ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

ზვიად გოგოჭური პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს, რომელსაც ასტანა მასპინძლობს.

ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელი და მოლდოველი მეტოქეები ბრწყინვალედ დაამარცხა და საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებს მესამე გარანტირებული მედალი უკვე მოუტანა.

ზვიად გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარაჯუდოკაა, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს, რევაზ ჩიკოიძე, ზურაბ ზურაბიანი და ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს გიორგი ქალდანი და საბა ბაღდავაძე დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მეტოქე დაამარცხა! - ინანეიშვილის ბრინჯაო ყაზახეთში
რუსი მეტოქე დაამარცხა! - ინანეიშვილის ბრინჯაო ყაზახეთში