ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონია | პარაძიუდო
ქართველი პარაჯუდოკა, ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონია.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიოს ფინალში, ზვიადმა უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარაჯუდოკაა, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.
ამასთან, მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დღეს ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია, -64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია, -95 კგ) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს გიორგი ქალდანი და საბა ბაღდავაძე დაეუფლნენ.