ლაშა ბექაური
Aa
Aa

იპონი 9 წამში! - ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ესპანეთში გამართული ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ტატამიზე პირველად წარსდგა და პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფინალში ესპანელ დანიელ ნიეტო ტრინიდადს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დაწყებიდან პირველირვე შეტევაში შეძლო შედეგიანი გდების შესრულება და ესპანელს პირველ 9 წამში სუფთა გდებით მოუგო.

ფინალამდე ბექაურმა ნახევარფინალში ბრაზილიელ ჟოაო სეჟატალეს მოუგო, მეოთხედფინალში ფრანგი იოან ბენეზრა გამოთიშა ასპარეზობას, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე საიფ-ისლამ ისლამჰანოვი გამოთიშა ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, ლაშა ბექაური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ესპანეთის ტურნირზეც სწორედ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იმყოფებოდა. მსოფლიო პირველობა 13 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პარაძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ბრინჯაო გუნდურ შეჯიბრებაში
პარაძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ბრინჯაო გუნდურ შეჯიბრებაში