ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თოფურია მაკგრეგორის დონის ვარსკვლავი არ არის“ - მახაჩევის მენეჯერის კომენტარი

ბოლო პერიოდში ისლამ მახაჩევთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა საკითხზე კომენტარს მისი მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი აკეთებს, რომელმაც ერთ-ერთი ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ისლამი აქტიური სპორტიდან წასვლას, აღნიშნა, რომ ეს მისი წარმატებების მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია და მისი მეგობარი კიდევ უამრავ ბრძოლას მოიგებს. გაცილებით უფრო საინტერესო იყო ალის პასუხი მახაჩევის დივიზიონის შეცვლასთან დაკავშირებით, რად დროსაც აბდელ-აზიზმა ილია თოფურიაც ახსენა:

„ყველაფერი ასე მოხდა - UFC-ის ხელმძღვანელებმა ისლამს შეუთვალეს, გთხოვთ, ნუ შეაფერხებ დივიზიონს. მათ საუბარში იგრძნობოდა, რომ მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნა საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის დროს სურდათ. მე შემეძლო ამის გამო დიდი აჟიოტაჟი გამომეწვია, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება მახაჩევმა არ მომცა, რადგან ის ჰანტერ კემპბელმა დააფასა, დაღესტანში ჩამოვიდა და დეტალები პირადად მასთან დააზუსტა.

არ ვაპირებ UFC-ის შეფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება განვსაჯო. შეიძლება მახაჩევი მსუბუქ წონით დივიზიონში არ დაბრუნდეს, მაგრამ ის მაინც საუკეთესოდ დარჩება, ხოლო ჯეკ დელა მადალენას დამარცხება ორგზის ჩემპიონად აქცევს. მერწმუნეთ, ის ქვესაშუალო წონაში გადასვლით კმაყოფილია და იქ კიდევ უფრო დიდი დომინანტი გახდება.

კონორ მაკგრეგორი ყოველთვის მეზიზღებოდა, მაგრამ ის ვარსკვლავი იყო. მასთან დაპირისპირება რომ სურდა, სწორედ ამიტომ დარჩა თავის დროზე ისლამი მსუბუქ წონაში, რადგან კონორი სუპერვარსკვლავი გახლდათ, რასაც ილია თოფურიაზე ვერ ვიტყვით. აქ საქმე დაუფასებლობაში არაა, ყველაფერზე ციფრები მეტყველებს. ისლამს ორი წონის ჩემპიონობა სურს და იგივეს ვუსურვებ ილიასაც“.

ცნობისათვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლა მსუბუქ წონაში უკვე ჩანიშნულია. ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლის თარიღს კი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა
ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა