მაგომედ ანკალაევი, იან ბლახოვიჩი
Aa
Aa

„მზად ვარ ოქტაგონი გავიყოთ“ - ბლახოვიჩის გამოწვევა ანკალაევს

ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ის კრიტიკული განცხადებებით განსაკუთრებით ალექს პერეირას მისამართით გამოირჩევა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სატიტულო ჩხუბში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა. პრესაში გავრცელდა იმის შესახებაც ინფორმაცია, რომ ბრაზილიელმა დაღესტნელთან რემატჩზე უარი განაცხადა, რაც ჯერჯერობით არც თავად „პო ატანს“ არ უარყვია.

ყოველივე ამის ფონზე, ანკალაევმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ეწერა, რომ ის ქამრის დაცვისთვის ბრძოლაში ღირსეულ მეტოქეს ეძებს, თუმცა სამწუხაროდ, მასთან ჩხუბისგან ჯერჯერობით ყველა თავს იკავებს. მაგომედის ამ განცხადებს კი ძალიან მალე იან ბლახოვიჩმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მზადაა დაღესტნელთან ოქტაგონი გაიყოს და თუ ამაზე UFC-ის ხელმძღვანელებიც დაფიქრდებიან, ყველასთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

ცნობისათვის, UFC-ის ქვემძიმე წონის საჩემპიონო ჩხუბში ანკალაევი და ბლახოვიჩი ერთხელ უკვე შეხვდნენ, თუმცა 2022 წლის დეკემბერში მათი დაპირისპირება ფრედ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეადარეთ თოფურიას მეტოქეები ჩემს ოპონენტებს“ | პიმბლეტის ხმამაღალი განცხადება
„შეადარეთ თოფურიას მეტოქეები ჩემს ოპონენტებს“ | პიმბლეტის ხმამაღალი განცხადება