ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ისლამისთვის ეს ჯერ ადრეა“ - ბისპინგის შეფასება

UFC 330-ზე, ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ისლამ მახაჩევის გამარჯვებამ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების იერარქიაში, ბევრი ექსპერტის, თუ გულშემატკივრის გადმოსახედიდან გარკვეული ცვლილებები შეიტანა. თუმცა, ყოფილი ჩემპიონისთვის და ამჟამად ექსპერტად მომუშავე მაიკლ ბისპინგისთვის ბევრი ნამდვილად არაფერი შეცვლილა, რომელმაც Fightluck-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ისლამ მახაჩევი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა? არა. ის საუკეთესოა თავისი თაობის მებრძოლებში და ამჟამად P4P-ის რეიტინგსაც დამსახურებულად უდგას სათავეში. თუმცა, როდესაც ყველა დროის საუკეთესოობაზე ვსაუბროთ, ეს თემა როგორც მინიმუმ განსჯის საგანია.

ჩვენ ვუყურებდით ისეთ ლეგენდებს, როგორებიც ჟორჟ სენ-პიერი, ანდერსონ სილვა და ფედორ ემელიანენკო იყვნენ - ამ სიის გაგრძელებაც შეიძლება, ჯონ ჯონსი საერთოდ გულშემატკივართა უმრავლესობისთვის წმინდაა. ახლა ვინმემ რომ მთხოვოს, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების ხუთეულის შედგენა, იქ სენ-პიერი და ანდერსონ სილვა აუცილებლად მოხვდებიან, მახაჩევს კი ალბათ მეხუთე პოზიციაზე დავაყენებ“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ქვესაშუალო წონაში ტიტული პირველივე ცდაზე წარმატებით დაიცვა და UFC-ში ზედიზედ მე-17 გამარჯვება მოიპოვა, რითაც ანდერსონ სილვას მიღწევა გააუმჯობესა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ...“ - დოლიძემ გულშემატკივრებს მიმართა
„შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ...“ - დოლიძემ გულშემატკივრებს მიმართა