„თუ ქამარი მართლა გინდა, მე მზად ვარ“ | ჰასბულამ ილია თოფურია გამოიწვია
ცნობილმა ტიკტოკერმა და იუთუბერმა, ჰასბულა მაგომედოვმა ილია თოფურია გამოიწვია. ჰასბულამ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, „ელ მატადორს“ მიმართა და განუცხადა, რომ მასთან დაპირისპირებისთვის მზადაა.
„ილია, საჩემპიონო ქამარი თუ მართლა გინდა, მაშინ მე მზად ვარ. დენა, კონტრაქტი გამოგზავნე. მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ“.
Hey @Topuriailia if you really want that belt, then I'm ready. @danawhite send the contract, I will bring the LW belt back to Dagestan. pic.twitter.com/HZAueueLQ9
— Hasbulla (@hasbulla_main) May 16, 2025
შეგახსენებთ, რომ ჰასბულას მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან, რომელიც ქამარს ვაკანტურს ხდის, და მის მწვრთნელთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ახლო ურთიერთობა აქვს. ჰასბულა მათთან ერთად UFC-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მეგობრებს მხარს აქტიურად უჭერდა.
ცნობისთვის, „ელ მატადორი“ მომდევნო ორთაბრძოლას 29 ივნისს, ლას-ვეგასში გამართავს. თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.