ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ბურგერ კინგის ქამრისთვის ჩხუბობენ“ | მახაჩევის მენეჯერი თოფურია-ოლივეირაზე

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლაზე ისაუბრა. აბდელაზიზმა „ელ მატადორს“ უპასუხა და განაცხადა, ყველამ იცის, მსუბუქი წონის ნამდვილი ჩემპიონი ვინ არის.

„ბევრი რამის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხს არ უნდა, ამ თემაზე ლაპარაკს თავი დაანებოს. ისლამ მახაჩევი ყოველთვის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იქნება. ეს ორი ბიჭი, რომლებიც ახლა ჩხუბობენ, ბურგერ კინგის ქამრისთვის იბრძვიან. ვისურვებდი, რომ ხალხი ერთმანეთის მისამართით უფრო კეთილგანწყობილი იყოს, მაგრამ რაცაა, ესაა“.

ცნობისთვის, აბდელაზიზს თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბზე აქამდეც ულაპარაკია და განაცხადა, რომ მახაჩევს ქამარი ოქტაგონზე არ წაუგია, რის გამოც, ის ყოველთვის მსუბუქი წონის ჩემპიონი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირას მწვრთნელი: თოფურია უნივერსალური მებრძოლია, ჩვენ 3 სტრატეგია გვაქვს
ოლივეირას მწვრთნელი: თოფურია უნივერსალური მებრძოლია, ჩვენ 3 სტრატეგია გვაქვს