ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირას მწვრთნელი: თოფურია უნივერსალური მებრძოლია, ჩვენ 3 სტრატეგია გვაქვს

UFC-ის ექსჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა და მენეჯერმა, დიეგო ლიმამ ილია თოფურიასთან დაგეგმილ ჩხუბზე ილაპარაკა.

მან ქართველ მებრძოლის უნივერსალური უწოდა.

„თოფურიას წინააღმდეგ ერთადერთი სტრატეგიის მომზადებას აზრი არა აქვს, რადგან ის უნივერსალური მებრძოლია. ყველა მის დამანოკაუტებელ ძალაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ მას არაჩვეულებრივი პარტერი და კარგი ჩხუბი აქვს. ჩვენ უკვე ვამუშავებთ ჩხუბის რამდენიმე ვარიანტს, რათა მისი მიმდინარეობა გავაკონტროლოთ. გვაქვს 3 სტრატეგია, რომლებმაც ჩვენი აზრით, შეიძლება იმუშაოს და თითოეულზე ბევრს ვიმუშავებთ“, - თქვა ლიმამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას სატიტულო დაპირისპირება ლას-ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“ - ჩიმაევმა თოფურიაზე ილაპარაკა
„პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“ - ჩიმაევმა თოფურიაზე ილაპარაკა