ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ოლივეირას გამო ვწუხვარ“ | თოფურია აპირებს დუ ბრონქსს ძალიან არ ატკინოს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირაზე ისაუბრა, რომელსაც მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება. „ელ მატადორმა“ „დუ ბრონქსს“ ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ეცდება, მას მაქსიმალურად ნაკლები ტკივილი მიაყენოს.

„პირველ რიგში, მინდა, ოლივეირას მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემთან ჩხუბი მიიღო. ისლამ მახაჩევს იგივე არ გაუკეთებია და ახლა, მახაჩევის გამო, ჩარლზს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება. სიმართლე გითხრათ, ოლივეირას გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა და ვერაფერს ვიზამ.

მინდა თუ არა ოლივეირას საბმიშენით დამარცხება? არ ვიცი. სიმართლე ისაა, რომ ვეცდები, ჩარლზს მაქსიმალურად ნაკლები ტკივილი მივაყენო, რადგან ის ძალიან მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დემბელე და კვარაცხელია განსაკუთრებულად ფანტასტიკურები არიან“ - პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი
„დემბელე და კვარაცხელია განსაკუთრებულად ფანტასტიკურები არიან“ - პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი