გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია ბოლო სამ მატჩში ორჯერ გააძევეს| სლოვანმა ჩემპიონობა იზეიმა

სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის ბოლო ტურში  ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა’’ შინ „კოშიცეს’’ 1:0 მოუგო. „სლოვანს'' ჩემპიონობა ამ მატჩამდე განაღდებული ჰქონდა, ბოლო ტურში მოგების შემდეგ საკუთარ მოედანზე ჩემპიონობა იზეიმეს.

25-ე წუთზე არბიტრმა გურამ კაშიას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, მეტოქის შემტევი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ქართველმა მცველმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა. თავდაპირველად მსაჯმა ყვითელი ბარათი ამოიღო, თუმცა შემდეგ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და წითელი ბარათი დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 37 წლის მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში 2 წითელი ბარათი მიიღო. „დუნაისკა სტრედასთან'' მატჩში სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა და მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი ამოიღო.

2024-25 წლების სეზონში გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 45 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 4 ივლისს 38 წლის გახდება, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა სისწრაფის კუთხით რეგრესი აქვს, რაც ამ ასაკში ბუნებრივი ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა