L'equipe: კვარა ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/2025 წლების სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და ოსერთან დუბლი შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელი მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე, კვარამ Sofascore-ისგან და Whoscored-ისგან მაქსიმალური შეფასება 10 მიიღო.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჯვაროსნების სუპერვარსკვლავი ავტორიტეტულმა გამოცემა L’equipe-მა ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ბულკა, სიდიბე, მარკინიოსი, ნიახატე, ნუნუ მენდეში, ელ-აუნაუ, ტურე, გუსანდი, რაბიო, კვარაცხელია, ლაბორდი
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1 მოიგო. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 2 ფინალი აქვს სათამაშო. საფრანგეთის თასზე და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ინტერის ფინალური დაპირისპირება 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ოსერი