ბოსტონ სელტიკსი, ნიუ-იორკ ნიქხი
Aa
Aa

ახალი ჩემპიონის მოლოდინში - ბოსტონმა სეზონი დაასრულა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური წყვილი ცნობილია - „ნიუ-იორკ ნიქსმა“ ნახევარფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში საკუთარ დარბაზში შარშანდელი ჩემპიონი „ბოსტონი“ 119:81 დააამარცხა, მოწინააღმდეგეს სერიაში 4:2 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „ინდიანას“ შეხვდება. ჯეისონ ტეიტუმის დაშავების გამო, „სელტიქსის“ მარცხი სრულიად გასაგები გახლდათ, მაგრამ როგორც ექსპერტებისთვის, ასევე ქომაგები ნიუ-იორკელების ასეთი წარმატება ალბათ მაინც მოულოდნელი იყო.

23 ქულით, 6 მოხსნითა და 6 ასისტით გამარჯვებულებს შორის ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრანსონი იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა კარლ-ენტონი თაუნსმა კი 21 ქულის, 12 მოხსნის, 1 ასისტისა და 1 ჩაჭრის დაგროვებით ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება „სელტიქსს“, ბოსტონელთა შორის ტრადიციულად ჯეილენ ბრაუნი (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება) გამოირჩეოდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია „ნიურ-იორკ ნიქსსა“ და „ინდიანა პეისერსს“ შორის 22 მაისს დაიწყება. დასავლეთ კონფერენციის ფინალში კი „მინესოტა“ მეტოქეს ელოდება, რომლის ვინაობასაც „ოკლაჰომა“ - „დენვერის“ მეშვიდე გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაძინებას ვერ ვახერხებ“ - მიტჩელი კლივლენდის მარცხით იმედგაცრუებულია
„დაძინებას ვერ ვახერხებ“ - მიტჩელი კლივლენდის მარცხით იმედგაცრუებულია