წასვლა გადაწყვეტილია | დვალი აპოელ-თან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, ლაშა დვალს აპოელ-თან კონტრაქტის ვადა 31 მაისს ეწურება. CrystalSport-ის ცნობით, 29 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ამ ეტაპზე ლაშას ახალი კლუბი უცნობია.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ლაშას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ევრო 2024-ზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, ევრო 2024-ზე ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა 2024-25 წლების სეზონის პირველ ნახევართან შედარებით მეორე ნახევარში სტაბილურობა დაკარგა, ზოგჯერ სკამზე იჯდა, ზოგჯერ ტრავმა აწუხებდა. საერთო ჯამში, 2024-25 წლების სეზონში აპოელ-ში 30 მატჩში (22 სასტარტოში) 1 საგოლე პასი შეასრულა. ლაშას კვიპროსის ჩემპიონატში მთელ სეზონში მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება ევროტურნირებს, კონფერენს ლიგაზე „ცელიესთან'' მატჩში 2 ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნიდან გააძევეს.
აპოელ-ისთვის სეზონი წარუმატებელი იყო, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ აპოელ-ი სეზონს მე-5 ადგილზე დაასრულებს, ევროტურნირების გარეშე დარჩა.
ლაშა დვალმა კარიერის საუკეთესო წლები უნგრულ „ფერენცვაროშში'' გაატარა (2019-22), როცა ქვეყნის ჩემპიონი სამჯერ გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.