ფინალისიმა ჩაინიშნა - იამალი მესის წინააღმდეგ
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფინალისიმა ესპანეთსა და არგენტინას შორის 2026 წლის მარტში გაიმართება, ზუსტი დღე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ფინალისიმაში ერთმანეთს კოპა ამერიკის და ევროპის ჩემპიონები უპირისპირდებიან. 2024 წელს, კოპა ამერიკა ალბისელესტემ მოიგო, ხოლო ევრო 2024 ფურია როხამ.
ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო მეტ ინტერესს ის სძენს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგი ლამინ იამალი და ლიონელ მესი ითამაშებენ. ბარსას გარემარბს, არგენტინელი სუპერვარსკვლავის მემკვიდრედ მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ წინა ფინალისიმა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას 3:0 მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ლეო მესი დასახელდა.