ლუსიო
Aa
Aa

მრავლობითი დამწვრობა მიიღო - ლუსიო სიკვდილს გადაურჩა და რეანიმაციაშია

სპორტულ მედიაში მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ბრაზილიის ნაკრებისა და ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ლუსიო სიკვდილს გადაურჩა.

ყოფილი ცენტრალური მცველი ბრაზილიაში იმყოფებოდა და როგორც Timesnownews წერს საოჯახო ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა და მან მრავლობითი დამწვრობა მიიღო.

ლუსიო საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს. ის ახლა ინტენსიურ მკურნალობას გადის.

საავადმყოფომ, სადაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მკურნალობს განაცხადა, რომ ლუსიო სტაბილურად არის, გონზეა და 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლუსიომ საფეხბურთო კარიერა 2020 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს ის ისეთ დიდ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც მიუნხენის ბაიერნი, იუვენტუსი და ინტერი არიან. 2010 წელს ჟოზე მოურინიოს ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები