FA Cup: კრისტალ პალასმა სიტის მოუგო და ჩემპიონი გახდა
ინგლისის ასოციაციის ფინალში მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. კრისტალ პალასმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.
ერთადერთი გოლი მატჩის მე-16 წუთზე ებერეჩი ეზემ გაიტანა. წონასწორობის აღდგენა ომარ მარმუშს შეეძლო, თუმცა მან პენალტის გატანა ვერ მოახეხა.
მეორე ტაიმში გუარდიოლას შეგირდები აქტიურობდნენ და ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. პირიქით, 58-ე წუთზე მუნიოზმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის საშინელი სეზონი აქვს. ქალაქელები ფაქტობრივად უტიტულოდ დარჩნენ, თუ არ ჩავთვლით სეზონის საწყის ეტაპზე ინგლისის სუპერ თასის მოგებას.
გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდა. EFL Cup-ზე მეოთხე წრეში დამარცხდა.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემპიონთა ლიგა. ამ მომენტისთვის, სიტის 65 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასტონ ვილას, ჩელსის და ნიუკასლს 66 ქულა აქვთ. გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში, მანჩესტერული გრანდი 68 ქულას დააგროვებს და აღნიშნულ გუნდებს გადაასწრებს.