ბარსელონა, ვილიარეალი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ვილიარეალთან აკადემიის ფეხბურთელებით? - ფლიკის მატჩისწინა კომენტარი

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ბარსელონა ვილიარეალს უმასპინძლებს. როგორც აღმოჩნდა, კატალონიელი ფეხბურთელები საჩემპიონო წვეულებაზე ძალიან გაერთნენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ შეიძლება ვილიარეალთან აკადემიის ფეხბურთელები ათამაშოს.

ფლიკი:

„გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა შეიძლება შემადგენლობა აკადემიის ფეხბურთელებით დავაკომპლექტო. ფეხბურთელებმა დიდი წვეულება მოაწყვეს, ზოგი დილამდე ერთობოდა. მიზეზი სწორედ ეს არის.

ვილიარეალი დიდებული გუნდია და ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა. მათი თამაშის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა. რთული შეხვედრა იქნება. ბარსელონას ქუჩებში სიარული სასიამოვნოა, რადგან ყველა გახარებულია. ვფიქრობ, ჩემპიონობა შემდეგ წელსაც შეგვიძლია. ამისთვის ბევრს ვიმუშავებთ.

ვამაყობ ატმოსფეროთი და გასახდელში არსებული სიტუაციით. შესანიშნავი სტაფი მყავს. ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვართ. აქაურობა ძალიან მომწონს. გერმანიაში ჩემს მშობლიურ ქალაქს ჰგავს. მომწონს ის ვნებაც, თუ როგორ გულშემატკივრობს ხალხი კლუბს. გულშემატკივრებთან ფანტასტიკური კავშირი გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ წინა ტურში ესპანიოლის დამარცხებით ლა ლიგის ტიტული მოიგო. ვილიარეალთან დაპირისპირება 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ბილბაოსთან არ ითამაშებს? | ვალენსიას მწვრთნელის პრესკონფერენცია
მამარდა ბილბაოსთან არ ითამაშებს? | ვალენსიას მწვრთნელის პრესკონფერენცია