ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში დარჩება - მან CBF-ის სკანდალის შესახებ წინასწარ იცოდა
რამდენიმე დღის წინ, კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ჩაიბარა. აქედან 3 დღეში, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი გადააყენეს.
იყო მოლოდინი, რომ ახალი პრეზიდენტი ანჩელოტისაც დაითხოვდა. ბრაზილიაში საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ მათ უცხოელი მწვრთნელი არ სჭირდებათ.
ედნალდო როდრიგესი ბოლო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურის გაყალბებაშია ეჭვმიტანილი.
Globo-ს ცნობით, ანჩელოტის ხსენებული სიტუაციის შესახებ როდრიგესმა ხუთშაბათს გვიან ღამით შეატყობინა. პასუხად „პაპა კარლომ“ თქვა, რომ ის შეასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, რადგან კონტრაქტი ორგანიზაციასთან გააფორმა და არა კონკრეტულ პრეზიდენტთან.
უფრო მეტიც, ნათქვამია, რომ კარლომ იცოდა CBF-ის ხელმძღვანელობის ცვლილების რისკის შესახებ. მან მიიღო მინიშნებები ედნალდოს ოპონენტებისგან, თუმცა ამასთანავე მათ ანჩელოტის აუხსნეს, რომ ფედერაციაში მოსალოდნელი ცვლილებები მის საქმიანობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს კონსესუსი: ეროვნული ნაკრები პოლიტიკური და საარჩევნო საკითხებისგან გამიჯნული უნდა იყოს.