ბოლო წუთების დრამა - ლიონი კონფერენს ლიგაზე მაინც გავიდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლიონმა ანჟერს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ლაკაზეტმა გაიტანა, რომლისთვისაც აღნიშნული დაპირისპირება ბოლო იყო. ფრანგი თავდამსხმელი გუნდიდან მიდის.
სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა მატჩში 79-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სწორედ ლაკაზეტი შეცვალა.
დარჩენილ დროში ლიონი ბევრს არ აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც ბევრი არ შეუქმნია. ლიონი სხვა გუნდებზე იყო დამოკიდებული, რომ ევრო ტურნირების საგზური მოეპოვებინა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ფონსეკას გუნდი მე-7 ადგილზე გავიდოდა, რადგან სტრასბურგი ლე ავრთან არ აგებდა. ასე კი ლიონი მათ 1 ქულით ჩამორჩებოდა.
ლე ავრმა სტრასბურგს გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაუტანა. ლიონს და სტრასბურგს თანაბარი ქულები გაუხდათ, თუმცა ჟორჟის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 პოზიციაზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, ლიონს მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.
ასევე არის მაღალი ალბათობა, რომ ლიონი არა კონფერენს ლიგაზე, არამედ ევროპის ლიგაზე ვიხილოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც პარი სენ ჟერმენი რეიმს ხვდება. პსჟ-ს გამარჯვების შემთხვევაში, ლიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, ხოლო კონფერენს ლიგაზე მათ ადგილს სტრასბურგი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ, მიმდინარე სეზონში, ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 48-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.