პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ“ - კვარა ოსერთან მატჩის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ოსერს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც დუბლი შეასრულა. ასევე, პარიზულ კარიერაში ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხით პირველად გაიტანა გოლი.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.

კვარა:

„კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის. უფრო მნიშვნელოვანი მატჩები წინ გველოდება. ახლა კი მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. აქ ადაპტაციაში ძალიან დამეხმარნენ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ. ინტერთან ფინალს ველოდებით და სრულიად კონცენტრირებულები ვართ. ეს ჩვენი ცხოვრების თამაშია და გონება 100%-ით უნდა მოვმართოთ.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1 მოიგო. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 2 ფინალი აქვს სათამაშო. საფრანგეთის თასზე და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ინტერის ფინალური დაპირისპირება 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ოსერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო - მამარდას ყვითელი ბარათი არ გაუუქმეს
გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო - მამარდას ყვითელი ბარათი არ გაუუქმეს