წარუშლელი კვალი დატოვა - ალონსოს უნიკალური რეკორდი ბუნდესლიგაში
ცნობილია, რომ ჩაბი ალონსო სულ მალე მადრიდის რეალს ჩაიბარებს. ესპანელმა სპეციალისტმა ლევერკუზენის ბაიერში დიდებული ისტორია შექმნა.
რა თქმა უნდა, მის ხსენებაზე პირველი ყველას ბუნდესლიგის წაუგებლად მოგება გაახსენდება, მაგრამ არის კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი, რომელიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ბაიერმა ბუნდესლიგაში სტუმრად 35-ჯერ ითამაშა და არც ერთხელ არ დამარცხებულა. 28 მოგება და 7 ფრე - ასეთია ალონსოს მონაგარი გასვლით მატჩებში. ასეთი რამ ბუნდესლიგის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენმა ალონსოს ხელმძღვანელობით 2023/2024 წლების სეზონში ბუნდესლიგის გარდა გერმანიის თასიც მოიგო. ტრებლის შესრულებასთან ბაიერი ახლოს იყო, თუმცა ევროპის ლიგის ფინალში ატალანტასთან დამარცხდა.