კარვახალი: “ჩემი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება“
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში დანი კარვახალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონი გამოტოვა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ესპანელი უკანახაზელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ ახალი სეზონიდან დაბრუნდებოდა და ძველებურ ფორმაში ჩადგებოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, სოციალურ ქსელში კარვახალის სიტყვებს აჟღერებს.
კარვახალი:
„ეს გრძელი მოგზაურობა იყო. ჩემი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება. იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ რეალისტი უნდა ვიყო.“
???? Dani Carvajal: “It's been a long journey. My sports career is already nearing the end. I hope not, but I have to be realistic”. pic.twitter.com/2GO5L7sKYW
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 18, 2025
შეგახსენებთ, რომ კარვახალმა 2024 წლის 6 ოქტომბერს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ამის გამო რეალის 53 მატჩი გამოტოვა. ასევე შეგახსენებთ, მის პოზიციაზე მადრიდის რეალმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი მიიყვანა.