პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ოსერი
Aa
Aa

10.0 - Sofascore-ის და Whoscored-ის უმაღლესი შეფასება კვარას

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ოსერს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც დუბლი შეასრულა. ასევე, პარიზულ კარიერაში ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხით პირველად გაიტანა გოლი.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემებმა Whoscored-მა და Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება 10.0 დაუწერეს.

ასევე, ჯვაროსნების სუპერვარსკვლავი ლიგა 1-ის ვერსიითაც გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1 მოიგო. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 2 ფინალი აქვს სათამაშო. საფრანგეთის თასზე და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ინტერის ფინალური დაპირისპირება 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ოსერი

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას შოუ ოსერთან | დუბლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო
კვარას შოუ ოსერთან | დუბლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო