რუდი გობერი
Aa
Aa

პლეი ოფების დაწყებამდე - გობერმა მეუღლე სახლიდან გააგდო

„მინესოტასა“ და საფრანგეთის ნაკრების კალათბურთელი რუდი გობერი ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა და სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთ გამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ტიმბერვულვზის“ 32 წლის ცენტრმა მეუღლე და მისი ერთი წლის შვილის დედა ჯულია ბონილია სახლიდან გააგდო მას შემდეგ, როდესაც შეიტყო რომ ის კვლავ ფეხმძიმედ იყო და მისგან მეორე ბავშვს ელოდებოდა. ეს ყველაფერი კი აპრილში, NBA-ს პლეი ოფების დაწყების წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გობერის მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუდის მისი ცხოვრების სიყვარულად თვლიდა, რომლის გამოც უარი ბევრ რამეზე თქვა, აჩუქა ბავშვი და ამ ურთიერთობაში მთელ სულსა და გულს სდებდა. გარდა ამისა, ჯულიამ დაამატა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს მათი კონფლიქტი, ბავშვებისთვის სხვა მამის მოძებნა თავში აზრად არასოდეს არ მოუვა.

რაც შეეხება გობერს, მან პრესის წარმომადგენლებს ჭორების გავრცელებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება ურჩია, თუმცა არ უარყო, რომ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მისი სახლიდან წასვლა კი სრულ სიმართლეს შეესაბამება, რადგან როგორც ირკვევა ჯულიამ არ გაითვალისწინა ქმრის თხოვნა, სეზონის დასრულებამდე შტატებში დარჩენილიყო და საფრანგეთში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინა.

ცნობისათვის, „მინესოტა“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „დენვერი“ – „ოკლაჰომას“ წყვილში გამარჯვებული იქნება. რუდი გობერი კი წელს „ტიმბერვულვზის“ რიგებში საშუალოდ 12 ქულას, 11 მოხსნასა და 1.8 ასისტს აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოკიჩი: „გამარჯვებულს კარგი დაცვა გადაწყვეტს“
იოკიჩი: „გამარჯვებულს კარგი დაცვა გადაწყვეტს“