ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბორდოს ჩელენჯერი - ბასილაშვილი ფინალში გავიდა

ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 35-ე ნომერს გალონ გრიკსპურს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:0 დაამარცხა

პირველი სეტი შედარებით რთული გამოდგა. ბასილაშვილმა თავისი პირველივე ჩაწოდება წააგო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

მეცხრე გეიმში, ნიდერლანდელის ჩაწოდებისას, ნიკოლოზი გაცილებით უკეთესი იყო, ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და მოიგო.

მეორე სეტი მთლიანად ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ბრეიკი შეასრულა, რაც ანგარიშშიც აისხა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში ATP რეიტინგის 36-ე ნომერს ჯოვანი პერიშარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები