ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში, ფრანგი ქუენტინ ჰალისი, ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 7:6 (9:7), 7:6 (7:4) დასრულდა.
მესამე წრეში, 33 წლის ქართველი სპორტსმენი პირველ ნომრად განთესილ ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ბორდოს ჩელენჯერი 2008 წლიდან ტარდება, მიმდინარე წელს კი ტურნირის საპრიზო ფონდი 227 000 ევროა.