ბასილაშვილმა ბორდოს ჩელენჯერი გამარჯვებით დაიწყო
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორდოს ჩელენჯერზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოსი იყო. ბასილაშვილმა მატჩი დამაჯერებლად, ორ სეტში, 6:2, 6:2 მოუგო.
მეორე წრეში ნიკოლოზის მეტოქე ესპანელ ბერნაბე ზაპატასა და ფრანგ ქუენტინ ჰალისს შორის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, ბორდოს ჩელენჯერი 2008 წლიდან ტარდება, მიმდინარე წელს კი ტურნირის საპრიზო ფონდი 227 000 ევროა.